Wednesday, November 18, 2015

Saturday, November 14, 2015

მეექვსე-მეშვიდე მოდული

  • განვიხილეთ დიფერენცირებული სწავლების სტრატეგიები.
  • შევქმენით მოსწავლეთა დამოუკიდებელი მუშაობის ხელშემწყობი შეფასების ფორმები.
  • ასევე გავეცანით მოსწავლეთათვის დამატებითი დამხმარე მასალების შექმნის ინსტრუქციებს.
  • ვიმსჯელეთ პროექტის გეგმის შეცვლაზე სხვადასხვა სტილის/დონის მოსწავლეთა საჭიროებების გათვალისწინები


  • ვიმსჯელეთ კითხვის დასმის სტრატეგიებზე  მაღალი დონის სააზროვნო უნარების ხელშესაწყობად.
  • შევქმენით დამხმარე მასალები.
  • განვაახლეთ პროექტის გეგმა.
  • განვიხილეთ განხორციელების სტრატეგიები.
  • შევქმენით დოკუმენტები  მენეჯმენტისთვის.

Wednesday, November 11, 2015

მეხუთე მოდულის რეფლექსია

  • გავიაზრეთ უკუკავშირის მიღება მოსწავლის ნიმუშზე.
  • შეფასების პროცესში მოსწავლეების ჩართვასთან დაკავშირებული პოტენციური სირთულეებისა და მათი დაძლევის გზების მოძიება.
  • წარმოვადგინეთ ჩვენს მიერ გამოყენებული შეფასების ფორმების ანალიზი და შეფასება/თვითშეფასება
  • შევადგინეთ შემაჯამებელი შეფასების პირველადი ვარიანტი.
  • ასევე შევადგინეთ ჩვენი მოსწავლეებისთვის შესაბამისი შეფასების ფორმები.
  • შეფასების ფორმების შედგენის შემდეგ,გადავხედეთ  მოსწავლეთათვის შექმნილი პროექტის ნიმუშ  და შესაბამისი ცვლილებები შევიტანეთ.
განვაახლეთ პროექტის გეგმა.

Tuesday, November 10, 2015

მეოთხე მოდულის რეფლექსია

  • ვიმსჯელეთ სტრატეგიების შერჩევაზე პროექტებზე დაფუძნებულ და მოსწავლეზე ორიენტირებულ საკლასო გარემოსთან მოსწავლეების ადაპტირების ხელშესაწყობად.
  •  გავეცანით  მოსწავლეთა მიერ შექმნილი გამოცემის, პრეზენტაციის, მინიენციკლოპედიის ან ბლოგის ნიმუშის შექმნა სწავლის შედეგების დემონსტრირების მიზნით.
  • შევადგინეთ სწავლების პროცედურების მონახაზი.
  • გავეცანით მოსწავლეთა ნამუშევრების თვითშეფასებას.

Tuesday, November 3, 2015

მესამე მოდულის რეფლექსია

თემა: ინტერნეტის გამოყენება სწავლა-სწავლების პროცესში
ძირითადი აქტივობები:

  • ვიმსჯელეთ უკუკავშირის მიღებაზე, პროექტის პორტფოლიოზე და მოსწავლეთა უკვე გამოვლენილი საჭიროებების შეფასებაზე.
  • ერთმანეთს გავუზიარეთ იდეები , პროექტზე დაფუძნებული სწავლებით სტანდარტის შედეგების მიღწევაზე.
  • გავეცანით საავტორო უფლებების კანონმდებლობას  და მისი გამოყენებას.
  • ციტირებული წყაროების შემცველი დოკუმენტის შექმნას.
  • ინტერნეტრესურსების გამოყენებ, დანერგვა კვლევის, კომუნიკაციის, თანამშრომლობის, პრობლემების გადაჭრისა და 21- საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარების მხარდასაჭერად.
  • გავეცანით ონლაინთანამშრომლობითი ვებსაიტების გამოყენება პროექტის იდეების გაზიარებისთვის.

Thursday, October 29, 2015

მეორე მოდულის რეფლექსია

მე-2  მოდულში გავეცანით როგორ უნდა დავგეგმოთ სასწავლო პროექტები; როგორ მოვახდინოთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების ფორმულირება; რაც ხელს შეუწყობს მოსწავლეებს, გამოიყენონ მაღალი დონის სააზროვნო უნარები, სრულყოფილად გაიგონ ძირითადი ცნებები და სისტემურად გაუკეთონ ორგანიზება ფაქტობრივ ინფორმაციას.
     ვიმსჯელეთ ზოგად კითხვებზე, რაც ღია ფორმატის და ზოგადი ტიპის კითხვებია, რომლებიც დიდ იდეებს და ცნებებს ეხება. ზოგადი კითხვები კვეთს სხვადასხვა დისციპლინას და ეხმარება მოსწავლეებს, დაინახონ კავშირი სხვადასხვა საგანს შორის.  თემატურ და შინაარსობრივ კითხვებს.

     შეფასების სატრატეგიების დახმარებით  შესაძლებლობა მოგვეცემა შევაფასოთ როგორც ჩვენი ასევე ბავშვების მუშაობა.

Wednesday, October 28, 2015

სტატია

                                   პროექტის სწავლების მნიშვნელობა
                  
              პროექტზე დაფუძვნებული სწავლის საგაკვეთილო პროცესში ინტეგრირების მრავალგვარი შესაძლებლობა არსებობს. პროექტზე დაფუძვნებული სწავლა მოსწავლეებს მნიშვნელოვანი პრობლემის გამოძიებისკენ უბიძგებს, რომლებიც სწავლის მაღალ ხარისხს განაპირობებენ . პროექტებზე მუშაობა მოსწავლეებს აქტიურ როლს ანიჭებს, მათ შორისაა: პრობლემის გადაჭრის გადაწყვეტილების მიღების გამოძიების, დოკუმენტირების.
              პროექტები ემსახურება კონკრეტულ მნიშვნელოვან სასწავლო მიზნებს. პროექტები არაა ნორმიდან გადახვევა, არამედ სასწავლო გეგმის რეალური დანამატია, პროექტებზე დაფუძვნებული სასწავლო გეგმა მოიცავს მნიშვნელოვან კითხვებს, რომლებიც აკავშირებს საგნობრივ სტანდარტებსა და მაღალ სააზროვნო დონეს ცხოვრებისეულ მიზნებთან . მოსწავლეებს უწევთ რეალური, ცხოვრებისეული როლების თამაში და მნიშვნელოვანი დავალებების შესრულება.
            პროექტებზე მუშაობის პროცესში მოსწავლეებს უვითარდებათ ცხოვრებისეული, 21-ე საუკუნისთვის საჭირო უნარ-ჩვევები, ესაა ის უნარ-ჩვევები, რომლებიც დღეს დამქირავებლებს ყველაზე მეტად აინტერესებს, მაგალითად: კარგი თანამშრომლობა, გონივრული გადაწყვეტილების მიღება, ინიციატივის გამოჩენა, კომპლექსური პრობლემების გადაჭრა, თვითმართვა, ეფექტური კომუნიკაცია.

            პროექტზე მუშაობა მნიშვნელოვნად ზრდის სწავლის შედეგებს.

პირველი მოდულის რეფლექსია

    ამ  მოდულმა გარკვეული თვალსაზრისით დამაფიქრა ჩემს როლზე სასწავლო ღონისძიებების დაგეგმვის პროცესში, რადგან  დღეს, არც ბავშვს და არც მასწავლებელს, აღარ აკმაყოფილებს ჩვეულებრივი გაკვეთილებით შემოიფარგლოს, დღეს ცხოვრება გაცილებით მეტ უნარ-ჩვევების განვითარებას მოითხოვს. ამ უნარ-ჩვევების განვითარებისთვის ძალიან კარგი მეთოდია პროექტებით სწავლება. რაც საშუალებას იძლევა  განავითაროს 21-ე საუკუნის უნარები და გაზარდოს სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობა.
   ტრენინგის I- დღე
I-                   მოდული

ძალიან  საინტერესო  და ნაყოფიერი აღმოჩნდა გავეცანით:
   .  ტრენინგის პროგრამას.
   .  თითეული მოდულის თავისებურებებს.
   .   ინტელის საგანმანათლებლო გზამკვლევს.
   . შევქმენით ელექტრონული პორტფოლიო.
   .  ჩავალაგეთ საქაღალდეები.
   . ვიმსჯელეთ 21-ე საუკუნის უნარებზე.
    .ვნახეთ პროექტის ნიმუშები.
   ტრენინგის  II-დღე :
  .ვიმსჯელეთ გაკვეთილისა და პოექტის შორის მსგავსებასა და განსხვავებებზე, ვენის          დიაგრამის საშუალებით.
. გავეცანით  ბროშურის მოდელებს.
 . დავწერეთ სტატია.
      ტრენინგზე მოდული ,,პროექტებით სწავლება“ შესაძლებლობას იძლევა, სასწავლო აქტივობები დაუკავშიროთ ავთენტურ და ცხოვრებისეულ კონტექსტს, მოსწავლეებს განუვითარო მაღალი დონის სააზროვნო უნარები და გაზარდო სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობა. ამ მოდულში ჩვენ  შეისწავლეთ,, თუ როგორ შექმნათ ტექნოლოგიებით გამდიდრებული სასწავლო პროექტები, როგორ განსაზღვროთ მათი მომზადებისთვის საჭირო სავარაუდო დრო.რაც ძალიან დამეხმარება პროექტების მომზადებასა და მათ განხორციელებაში.