Wednesday, October 28, 2015

სტატია

                                   პროექტის სწავლების მნიშვნელობა
                  
              პროექტზე დაფუძვნებული სწავლის საგაკვეთილო პროცესში ინტეგრირების მრავალგვარი შესაძლებლობა არსებობს. პროექტზე დაფუძვნებული სწავლა მოსწავლეებს მნიშვნელოვანი პრობლემის გამოძიებისკენ უბიძგებს, რომლებიც სწავლის მაღალ ხარისხს განაპირობებენ . პროექტებზე მუშაობა მოსწავლეებს აქტიურ როლს ანიჭებს, მათ შორისაა: პრობლემის გადაჭრის გადაწყვეტილების მიღების გამოძიების, დოკუმენტირების.
              პროექტები ემსახურება კონკრეტულ მნიშვნელოვან სასწავლო მიზნებს. პროექტები არაა ნორმიდან გადახვევა, არამედ სასწავლო გეგმის რეალური დანამატია, პროექტებზე დაფუძვნებული სასწავლო გეგმა მოიცავს მნიშვნელოვან კითხვებს, რომლებიც აკავშირებს საგნობრივ სტანდარტებსა და მაღალ სააზროვნო დონეს ცხოვრებისეულ მიზნებთან . მოსწავლეებს უწევთ რეალური, ცხოვრებისეული როლების თამაში და მნიშვნელოვანი დავალებების შესრულება.
            პროექტებზე მუშაობის პროცესში მოსწავლეებს უვითარდებათ ცხოვრებისეული, 21-ე საუკუნისთვის საჭირო უნარ-ჩვევები, ესაა ის უნარ-ჩვევები, რომლებიც დღეს დამქირავებლებს ყველაზე მეტად აინტერესებს, მაგალითად: კარგი თანამშრომლობა, გონივრული გადაწყვეტილების მიღება, ინიციატივის გამოჩენა, კომპლექსური პრობლემების გადაჭრა, თვითმართვა, ეფექტური კომუნიკაცია.

            პროექტზე მუშაობა მნიშვნელოვნად ზრდის სწავლის შედეგებს.

No comments:

Post a Comment